• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით

13 ნოემბერი, 2018

გაცნობებთ, 2017 წლის 1 იანვრიდან, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებები ახორციელებენ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზას.

2019 წლის 1 იანვარს იწურება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №1/ნ (13.01.2003წ) ბრძანებით განსაზღვრული, სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემული, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლების 2 წლიანი ვადა.

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის წარმოებისთვის, მინისტრის №1/ნ (13.01.2003წ) ბრძანებით განსაზღვრული კვოტის (არაუმეტეს 70 დაწესებულება) ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, გეოგრაფიული პრინციპის დაცვით, შეირჩევა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც 2 წლის ვადით გადაეცემათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლება.

დაწესებულების შერჩევისათვის საჭირო კრიტერიუმები, შერჩევის პირობები და წესი იხილეთ დანართის (დანართი N1) სახით (,,სამედიცინო დაწესებულებებისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლების გადაცემის წესი და პირობები“).

- შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის თაობაზე სამედიცინო დაწესებულებების წერილობითი განცხადებები (ზემოთ მითითებულ დანართში ასახული მოთხოვნების შესაბამისად) მიიღება 2018 წლის 21 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში (მისამართი: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144);

- დაწესებულებების შერჩევა დაიწყება - 2018 წლის 11 დეკემბრიდან;

- შერჩევა დასრულდება - 2018 წლის 25 დეკემბრამდე;

- შერჩეულად გამოვლენის ვადები: 2018 წლის 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia