• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ყურადღება! ინფორმაცია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2018 წლის საშემოდგომო სესიის თაობაზე!

2 ნოემბერი, 2018

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2018 წლის საშემოდგომო სესიისათვის მაძიებელთა განაცხადების მიღება იწარმოებს ა. წ. 7 – 22 ნოემბერს, 1000-1800 სთ. (დასვენების დღეების გარდა). შესვენება 13:00 სთ-დან 14:00სთ-მდე.

ის. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. 29, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი, I სართული.

ყურადღება !

მაძიებლებმა, რომლებიც არ გამოცხადნენ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების განვლილ სესიებზე, ან მიიღეს უარყოფითი შეფასება, 2018 წლის საშემოდგომო სესიისთვის განმეორებით უნდა წარმოადგინონ ნუსხით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაცია.

                                                   წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

                         1. სარეზიდენტო პროგრამადამთავრებული მაძიებელი (უწყვეტი პროგრამით)

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

5. სარეზიდენტო პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა (ასლი ნოტარიულად დამოწმებული ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია) ან ცნობა რეზიდენტურის დამთავრების შესახებ (დედანი).

შენიშვნა:

იმ სპეციალობაში, რომელსაც შეეცვალა დასახელება ან გაერთიანდა სხვა სპეციალობასთან - რეზიდენტურის დამთავრების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარმოადგინონ მოქმედი სარეზიდენტო პროგრამის ავტორის ან დარგობრივი ასოციაციის რეკომენდაცია, სარეზიდენტო პროგრამასთან შესაბამისობის თაობაზე.

                        2. მაძიებელი, რომელმაც რეზიდენტურის პროგრამა დაასრულა წყვეტილი პროგრამით

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი მოდულების (სრულად) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედანი და ასლი ან ცნობა). 5. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი).

                                                 3. მომიჯნავე სპეციალობის მაძიებელი

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. სახელმწიფო სერტიფიკატი (დედანი და ასლი);

5. რეზიდენტურის შემოკლებული კურსის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

6. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილების დამადასტურებელი წერილი ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკის დამტკიცების თაობაზე;

7. შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია).

შენიშვნა:

სპეციალობებში: „საოჯახო მედიცინა“, „გადაუდებელი მედიცინა“ და „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ - გადამზადება მიმდინარეობს უნიფიცირებული პროგრამით;

მუშაობის მინიმალური სტაჟი: ზოგადი პროფილის ექიმი-მკურნალი, სამხედრო ექიმი და ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი – 3 წელი;

ზოგადი პროფილის ექიმი-სტომატოლოგი 1 წელი. ზოგადი პროფილის ექიმი-ლაბორანტი – 2 წელი;

სხვა სპეციალობებში - არანაკლებ 5 წლის სამუშაო სტაჟი;

სპეციალობებში: „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ და „გადაუდებელი მედიცინა“ არანაკლებ 3 წლის ხანგრძლივობის სტაჟი.

                                                          4. ექიმი–სპეციალისტები

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. დიპლომისშემდგომი განათლების (ინტერნატურა, ორდინატურა, ასპირანტურა) ან სპეციალიზაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

5. შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია);

6. პროფესიული რეაბილიტაციის ციკლის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი, ნოტარიალურად დადასტურებული, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია).

შენიშვნა:

1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვებული იქნებიან მაძიებლები, რომლებსაც შესაბამისი სპეციალობით 5-დან 10 წლამდე სტაჟის წყვეტისას გავლილი აქვთ 2 თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის ციკლი, 10 წელზე მეტი წყვეტისას – 5 თვის ხანგრძლივობის რეაბილიტაციის ციკლი.

2. იმ სპეციალობებში, რომლებიც გაერთიანდა ან შეეცვალა დასახელება, დამატებით უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის ავტორის რეკომენდაცია.

                                           5. უცხო ქვეყანაში დიპლომისშემდგომი მზადების

                                                            (კლინიკური ორდინატურა)

                                                 დამადასტურებელი მოწმობის მქონე მაძიებელი

1. პასპორტი (დედანი და ასლი, ნოტარიულად დამოწმებული ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

4. დიპლომისშემდგომი განათლების (კლ.ორდინატურა/ასპირანტურა) დამადასტურებელი დოკუმენტი, აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული; ასევე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის თარგმანი (ნოტარიალურად დამოწმებული, რომელიც ადასტურებს დედნის ასლთან შესაბამისობას);

5. სათანადო სასწავლო გეგმა/დეტალური სამუშაო ანგარიში დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ და მისი თარგმანი (ნოტარიულად დამოწმებული, რომელიც ადასტურებს ასლის დედნთან შესაბამისობას);

6. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

7. დიპლომისშემდგომი დამატებითი მზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული, რომელიც ადასტურებს ასლის დედნთან შესაბამისობას);

8. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული დასტური დიპლომისშემდგომი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების შესახებ.

                                                   6. სპეციალობა „გადაუდებელი მედიცინა“

სპეციალობებში „ანესთეზიოლოგია“, „ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგია“ და „კრიტიკული მედიცინა“ ექიმ-სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ 6 თვიდან 1 წლამდე EMERGENCY–ში სამუშაო აქტივობა (2014 წლის 7 თებერვლამდე), შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში, მიეცეთ უფლება დაშვებულ იქნან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე, სპეციალობაში „გადაუდებელი მედიცინა“ და „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“.

საგამოცდო კომისიაზე წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. სახელმწიფო სერტიფიკატი (დედანი და ასლი);

5. შესაბამისი შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია);

6. შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაცია (დედანი).

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia