• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია 2018 წლის ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით!!!

30 ოქტომბერი, 2018

2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის საშემოდგომო სესიის online რეგისტრაცია იწარმოებს ა/წ 07 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით. ინსტრუქცია მაძიებელთა online რეგისტრაციის თაობაზე, იხილეთ ვებ. გვერდზე (http://onlinereg.moh.gov.ge/login.html).

რეგისტრაციისას მაძიებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პირადობის რეკვიზიტებს-პირად ნომერს. გვარი და სახელი ჩაიწეროს ქართულ ენაზე, შესაბამის ველში.

დოკუმენტაციის წარმოდგენისას, არაავტორიზებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა უნდა წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მის. თბილისი, მ. ალექსიძის №1) მიერ გაცემული ცნობა დიპლომის აღიარების თაობაზე. ცნობა თან უნდა დაერთოს საკვალიფიკაციო გამოცდაზე წარმოსადგენ დოკუმენტაციას.

უმაღლესი სამედიცინო პროფილის მქონე სასწავლებლები, რომელთა კურსდამთავრებულებს არ მოეთხოვებათ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენა დიპლომის აღიარების თაობაზე:

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2. სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

3. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

4. სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

5. სსიპ-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

6. შპს- საქართველოს უნივერსიტეტი;

7. შპს- საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;

8. შპს- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;

9. შპს-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

10. შპს-გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

11. შპს-პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

12. შპს-სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი;

13. შპს-თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;

14. შპს-დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;

15. შპს-თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ჰიპოკრატე;

16. შპს-საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი;

17. შპს-ევროპის უნივერსიტეტი;

18. ა(ა)იპ-ნიუვიჟენ-უნივერსიტეტი;

19. შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერითი, ბათუმი;

20. შპს-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

შენიშვნა:

1) უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი (დიპლომი) უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, ჩანაწერით - ასლი დედანთან სწორია.

2) აღნიშნულმა კატეგორიამ, უნდა წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მის. თბილისი, მ. ალექსიძის №1) მიერ გაცემული ცნობა დიპლომის აღიარების თაობაზე.

გამოცდაზე კატეგორიულად იკრძალება მობილური ტელეფონის, სახელმძღვანელოს და სხვა ანალოგიური მასალის შეტანა და გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები იხილეთ პროფესიული რეგულირების ბანერში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ 272 53 74

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia