• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების განახლებული ტესტ-კითხვარების შესახებ

17 ოქტომბერი, 2018

პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 16 ოქტომბრის N5 სხდომის გადაწყვეტილებით, დამტკიცებულ იქნა საგამოცდო ტესტ-კითხვარების განახლებული ვარიანტი:

1. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარები პროფილით "მედიცინა" და "სტომატოლოგია";

2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარები სპეციალობებში: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „გადაუდებელი მედიცინა“, „ენდოკრინოლოგია“, „კარდიოლოგია“, „ლაბორატორიული მედიცინა“, „ნევროლოგია“, „რადიოლოგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, “თერაპიული სტომატოლოგია“ და „ფსიქიატრია“.

განახლებული ტესტ-კითხვარები განთავსებულია პროფესიული რეგულირების ბანერზე.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia