• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია 2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესიაზე წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ

17 ოქტომბერი, 2018

ყურადღება!

2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესიაზე, უცხო ქვეყანაში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მის. თბილისი, მ. ალექსიძის №1) მიერ. ცნობა, აღნიშნულის თაობაზე, უნდა დაერთოს საკვალიფიკაციო გამოცდაზე წარმოსადგენ დოკუმენტაციას.

შენიშვნა:

1) უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი (დიპლომი) უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, ჩანაწერით -,, ასლი დედანთან სწორია“.

ასევე, მსგავსი ტიპის (აღიარების) დოკუმენტი მოეთხოვება საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირთა კატეგორიას, გარდა იმ კურსდამთავრებულებისა რომლებმაც დაამთავრეს შემდეგი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები:

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2. სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

3. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

4. სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

5. სსიპ-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

6. შპს- საქართველოს უნივერსიტეტი;

7. შპს- საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;

8. შპს- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;

9. შპს-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

10. შპს-გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

11. შპს-პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

12. შპს-სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი;

13. შპს-თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;

14. შპს-დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;

15. შპს-თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ჰიპოკრატე;

16. შპს-საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი;

17. შპს-ევროპის უნივერსიტეტი;

18. ა(ა)იპ-ნიუვიჟენ-უნივერსიტეტი;

19. შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერითი, ბათუმი;

20.შპს-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia