GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) ტრენინგში მონაწილეებისათვის პირველი მოდულის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. კანდიდატებს სერტიფიკატები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევრო რეგიონის ოფისის წარმომადგენელ ოლექსანდრე პოლიშჩუკთან ერთად გადასცა. ჯანმო-ს რეკომენდაციით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ტრენინგში ქართული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. 2018 წლის 18 ივნისიდან GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის მომზადების პირველი ეტაპი დაიწყო. დანიაში, ფარმაცევტული პრაქტიკის კოლეჯში (ფარმაკონი), რომელსაც ჯანმო-სთან ერთად შემუშავებული აქვს GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატების მოსამზადებელი სპეციალური პროგრამა. აღნიშნული პროგრამით, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, მრავალი ნაციონალური ინსპექტორატია მომზადებული.