• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ყურადღება! სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო იწყებს მსურველთა შერჩევას სტაჟირებაზე!

2 ივლისი, 2018

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

განათლება: უმაღლესი

დარგი/სპეციალობა: მედიცინის (სამკურნალო, პედიატრიული) და ფარმაცევტული (მაგისტრის ხარისხით - დასაშვებია სტუდენტიც) ფაკულტეტი.

განაცხადი მიიღება ელ-ფოსტის მისამართზე: regagency@moh.gov.ge, განაცხადის სათაურში მიუთითეთ - „სტაჟირება - სახელი და გვარი“.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV და დიპლომის ასლი.

დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნილი პროფილით განათლების არ მქონე პირთა კანდიდატურა არ განიხილება. პრიორიტეტი მიენიჭება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის (სერტიფიცირებული) და კლინიკური გამოცდილების მქონე პირებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან სააგენტოს კონტროლის და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტებში.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia