• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის მომზადების პროცესი დაწყებულია

27 ივნისი, 2018

2018 წლის 18 ივნისიდან დაიწყო GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის მომზადების პროცესი.

ამჟამად მიმდინარეობს პირველი ეტაპი დანიაში, ფარმაცევტული პრაქტიკის კოლეჯში (ფარმაკონი), რომელსაც ჯანმო-სთან ერთად შემუშავებული აქვს GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატების მოსამზადებელი სპეციალური პროგრამა. აღნიშნული პროგრამით, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მომზადებულია მრავალი ნაციონალური ინსპექტორატი.

ამ ეტაპზე, ჯანმო-ს რეკომენდაციით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ტრენინგში მონაწილეობენ ასევე ქართული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის წარმატებით დანერგვისათვის.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia