• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 8 ივნისის N3 სხდომა!

11 ივნისი, 2018

კლინიკურ ორდინატურა დამთავრებული მაძიებლებისათვის დამატებითი მზადების პროგრამა:

სპეციალობაში „კლინიკური ონკოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის ავტორების (პროფ. ვლ. კუჭავა, მ. მაღლაკელიძე) და შესაბამისი დარგობრივი ასოციაციის მიერ, კლინიკური ორდინატურის სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, წარმოდგენილია დამატებითი მზადების პროგრამა (9 თვე).

შემადგენელი მოდულებია:

1.2 ონკოეპიდემიოლოგია, დისკრიპტიული და ანალიტიკური ონკოლოგიის კვლევის მეთოდები. კიბოს რეგისტრი. ავთვისებიან სიმსივნეთა პრევენცია და სკრინინგი (2 თვე);

1.4. ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის თეორიული საფუძვლები. დიაგნოსტიკის მეთოდები და თავისებურებანი: ვერიფიკაცია (ციტოლოგია, პათომორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია), გამოსახულებითი დიაგნოსტიკა, ონკომარკერები. ავთვისებიან სიმსივნეთა კლასიფიკაცია და კლინიკური ჯგუფები (3 თვე);

2.3. ავთვისებიანი სიმსივნეების სხივური თერაპიის პრინციპები და მეთოდები. სხივური თერაპიის გართულებები (2 თვე);

6.8. ბავშვთა ძირითადი ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები (2 თვე).

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia