• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ყურადღება!!! კონკურსი დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში!

8 მაისი, 2018

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრისN624 დადგენილების ,,დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 2, პუნქტი 1) თანახმად და პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის N2 სხდომის გადაწყვეტილებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცხადდება იმ მაძიებლების განაცხადების მიღება, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა და მისი დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძონ ოკუპირებული ტერიტორიების, მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში.

შერჩეულ კანდიდატებთან დადებული იქნება ხელშეკრულება (იხ. დანართი), დიპლომისშემდგომი მზადების დასრულებისა და სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, განსაზღვრულ, ოკუპირებული ტერიტორიების, მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონების მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სპეციალობით, არანაკლებ 3 წლის ვადით, დასაქმების პირობით.

                        მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც განხორციელდება

                       „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“ ფარგლებში

                                                  მაძიებლების დაფინანსება

                    საექიმო სპეციალობები - „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ (კვოტა 2), „ზოგადი ქირურგია“(კვოტა 1).

 

წალკა, ყაზბეგი, თიანეთი, თეთრიწყარო, მესტია, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, ხარაგაული, ჩოხატაური, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქარელი, ხულო, ქედა, შუახევი.

                               

                          რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

1. განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება: პროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი საექიმო სპეციალობა; პროგრამაში ჩართვის სურვილი და თანხმობა, ხელშეკრულების პირობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე;

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ასლი;

4. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (ნუსხით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლის შემთხვევაში);

5. შესაბამისი რეგიონის/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოს რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: თითოეული საექიმო სპეციალობის მიხედვით, კვოტით განსაზღვრულზე მეტი განაცხადის შემთხვევაში, ჩატარდება საკონკურსო შერჩევა.

 

განაცხადების მიღება: 2018 წლის 7 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით. მის. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 144. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ტელ. 272-53-74, 272-53-71.

 

(იხ. დანართი)

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia