• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის - ტაქსოტერი (Docetaxel (docetaxel trihydrate)) ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ!

4 მაისი, 2018

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შემოსულია კომპანია „Sanofi-Aventis Deutschland GmbH “-ს შეტყობინება, რომლის თანახმად, სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის მიზეზით (სპეციფიკაციით განსაზღვრული პარამეტრები სცდება დადგენილ ზღვრულ ნორმებს), ბაზრიდან გამოთხოვას ექვემდებარება ფარმაცევტული პროდუქტი - ტაქსოტერი (Docetaxel (docetaxel trihydrate)) 20მგ/1მლ 1მლ კონცენტრატი, ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი N1, მწარმოებელი: „Sanofi-Aventis Deutschland GmbH“ გერმანია, სახელმწიფო რეგისტრაციის №რ-014875; სერია - 7F307A, 7F307C; ვარგისობის ვადა 01.2019წ.

სააგენტო მიმართავს ფარმაცევტულ დაწესებულებებს (ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს), შეწყვიტონ აღნიშნული სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia