• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია 2018 წლის ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით!!!

26 აპრილი, 2018

2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაზე დოკუმენტაციის წარმოდგენისას, არაავტორიზებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულმა უნდა წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მის. თბილისი, მ. ალექსიძის №1) მიერ გაცემული ცნობა დიპლომის აღიარების თაობაზე. ცნობა თან უნდა დაერთოს საკვალიფიკაციო გამოცდაზე წარმოსადგენ დოკუმენტაციას.

შენიშვნა:

1) უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი (დიპლომი) უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, ჩანაწერით - ასლი დედანთან სწორია.

2) აღნიშნულმა კატეგორიამ, უნდა წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მის. თბილისი, მ. ალექსიძის №1) მიერ გაცემული ცნობა დიპლომის აღიარების თაობაზე.

ავტორიზებული უმაღლესი სამედიცინო პროფილის მქონე სასწავლებლები, რომელთა კურსდამთავრებულებს არ მოეთხოვებათ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენა დიპლომის აღიარების თაობაზე:

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2. სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

3. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

4. სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

5. სსიპ-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

6. შპს- საქართველოს უნივერსიტეტი;

7. შპს- საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;

8. შპს- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;

9. შპს-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

10. შპს-გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

11. შპს-პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

12. შპს-სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი;

13. შპს-თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;

14. შპს-დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;

15. შპს-თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ჰიპოკრატე;

16. შპს-საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი;

17. შპს-ევროპის უნივერსიტეტი;

18. ა(ა)იპ-ნიუვიჟენ-უნივერსიტეტი;

19. შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერითი, ბათუმი;

20. შპს-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia