• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულებების საყურადღებოდ!

13 აპრილი, 2018

გაცნობებთ, რომ 2014 წლის 13 თებერვლიდან ,,სტომატოლოგია“ განისაზღვრა მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობად და დაექვემდებარა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილებით ,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული პირობების შესრულებას. მათ შორის, სავალდებულოა მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის პირობის (პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის) შესრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ დაწესებულებების მიმართ, სადაც საჭიროების შემთხვევაში, არ იქნება მოწყობილი პანდუსი, ინვალიდის ეტლის უსაფრთხო გადაადგილებისათვის, გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia