• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

პროფესიული განვითარების საბჭოს ზოგადმარეგულირებელი გადაწყვეტილებები

13 ივლისი, 2016

პროფესიული განვითარების საბჭოს ზოგადმარეგულირებელი გადაწყვეტილებები

სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს 2008 წლის 15 აპრილის N1 სხდომის გადაწყვეტილებით:

ე.წ. «მენიუთი» გამოცდაჩაბარებულ და «მენიუს» შესაბამისი სამუშაო აქტივობის მქონე ექიმების სახელმწიფო სერტიფიკატები, პირადი განცხადების საფუძველზე, შეიძლება შეიცვალოს «მენიუს» შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატებით.

პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის N10 სხდომა

საბჭომ დაადგინა: ექიმ-სპეციალისტებს, რომელთა სახელმწიფო სერტიფიკატების შეჩერების ვადა იწურება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომებს შორის ინტერვალში, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საბჭოს უახლოეს სხდომამდე პერიოდში არ შეეზღუდოთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, შეჩერებული სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში.

პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის N8 სხდომა

საბჭომ დაადგინა: დსთ-ქვეყნებში ინტერნატურადამთავრებულ და შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმებს, რომლებსაც არა აქვთ სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობის საექიმო სტაჟი, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად, დაევალოთ სარეზიდენტო პროგრამის ავტორის მიერ განსაზღვრული (მოდულების სახით) 1-წლიანი მზადების კურსის გავლა.

პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 2 დეკემბრის N9 სხდომა

საბჭომ დაადგინა: ექიმებს, რომელთა დიპლომისშემდგომი მზადების დასრულებიდან გასულია 5 წელზე მეტი პერიოდი, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის განსახილველად, დაევალოთ შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის ავტორის მიერ განსაზღვრული 2 თვის ხანგრძლივობის კლინიკური მოდულის გავლა.

პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 2 დეკემბრის N9 სხდომა

გაუქმებულ იქნას მომიჯნავე სპეციალობებში გადამზადების აკრედიტებული პროგრამები, გარდა სპეციალობების: „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ და „საოჯახო მედიცინა“.

პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 2 დეკემბრის N9 სხდომა

საბჭომ დაადგინა: 2014-2017 წწ. სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ სერტიფიცირებულ ექიმებს მინისტრის „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ №01-8/ნ (2015.30.03.) ბრძანების შესაბამისად, შეეზღუდოთ ბავშვთა კონტიგენტთან მუშაობის უფლება, სპეციალიზაციის კურსების გავლის გარეშე.

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia