• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სანებართვო/სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარმომდგენი სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!

23 მარტი, 2018

ნებართვისა და ლიცენზიის მფლობელის მიერ, ანგარიშგების წარმოდგენა უნდა მოხდეს ახალი ფორმით!

საქართველოს მთავრობის 17.12.10წ. №385 დადგენილების („სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“) N2 დანართის, მე-5 მუხლის, მე-2 პუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავის, 21-ე მუხლის, მე-3 პუნქტის მიხედვით, ნებართვისა და ლიცენზიის მფლობელი, ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ვალდებულია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში წარმოადგინოს სანებართვო/სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება.

შეიცვალა დაწესებულების სანებართვო/სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა. ანგარიშგების ახალი ფორმები დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.03.18წ. N01-14/ნ ბრძანებით, რომლის თანახმად, აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული N1 და N2 დანართებით განსაზღვრული ფორმები (შევსებული)წარმოდგენილი უნდა იქნას როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული მატარებელი). ხოლო, N3 და N4 დანართებით განსაზღვრული ინფორმაცია მხოლოდ ელექტრონული ფორმით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და ანგარიშგება წარმოადგინოთ კანონდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, მითითებული ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად, უნიფიცირებული ფორმით.

(იხ. დანართი)

(დანართი 1)

(დანართი 2)

(დანართი 3)

(დანართი 4)

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia