• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!

19 მარტი, 2018

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 იანვრის N41 დადგენილების (იხ.დადგენილება) საფუძვეელზე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2018 წლის 16 მარტის N02-480/ო ბრძანებით დამტკიცდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის შესრულების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფორმები და მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის წესი:

- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამაში მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმა (დანართი N1);

- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მიმწოდებლად განაცხადის ფორმის შევსების, წარდგენის და მიმწოდებლად რეგისტრაციის წესი (დანართი N2);

- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ღირებულების ზღვრული ფასები და ვაუჩერის ღირებულების ზედა ზღვარი (დანართი N3);

- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ანგარიშსწორების ფორმები (დანართი N4ა, დანართი N4ბ);

გთხოვთ, ზემოაღნიშნული დადგენილების და ბრძანების შესაბამისად, განაცხადი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამაში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის, მატერიალური სახით წარმოადგინოთ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში (მის.: ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზ.N144) მიმდინარე წლის 06 აპრილამდე.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia