• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!

27 თებერვალი, 2018

 

რეგულირების სააგენტო იწყებს ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კუთხით ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმებას!

 

     ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-5/ნ (07.02.18.) ბრძანების 1 დანართის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვაქვეყნებთ სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილ იმ დაწესებულებების სიას, სადაც რეგულირების სააგენტო, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, განახორციელებს ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კონტროლს.

1. შ.პ.ს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური’’

2. შ.პ.ს „უნიმედი კახეთი‘’ - ბავშვთა ახალი კლინიკა

3. შ.პ.ს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა’’

4. შ.პ.ს „ლანცეტი‘’

5. შ.პ.ს „N5 კლინიკური საავადმყოფო’’

6. შ.პ.ს „მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო’’

7. შ.პ.ს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო‘’

8. შ.პ.ს „აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“

9. სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა’’

10. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“

11. შპს „თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა“

12. შპს „პირველი საავადმყოფო"

13. შპს „ღია გული“

14. შპს „ავერსის კლინიკა“ ცენტრალური ფილიალი

15. ა(ა)იპ „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი“

16. შპს „სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia