• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

„ახალშობილთა ინტენსიური მოვლის“ სერვისის მიმწოდებელი სტაციონარული დაწესებულებების საყურადღებოდ!

8 თებერვალი, 2018

გაცნობებთ, რომ „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებაში შესული ცვლილებებისა და დამატებების (3.02.2017 N56) შესაბამისად,

„ახალშობილთა ინტენსიური მოვლის“ სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2018 წლის 1 ივნისამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი – „ახალშობილთა ინტენსიური მოვლა“, რისთვისაც უნდა წარმოადგინოს განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია „ახალშობილთა ინტენსიური მოვლის“ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ.

„ახალშობილთა ინტენსიური მოვლის“ სანებართვო დანართის მაძიებელი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრამდე ფლობდა სანებართვო დანართებს საქმიანობებისათვის – „ნეონატოლოგია“/„რეანიმაცია“ (იმ შემთხვევაში, თუ ახორციელებდა მხოლოდ ახალშობილთა რეანიმაციულ სერვისს), ვალდებულია, შესაბამის საქმიანობაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ჩააბაროს, ასევე, 2018 წლის 1 იანვრამდე გაცემული სანებართვო დანართები.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia