• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სამეანო და ნეონატალური საქმიანობის მიმწოდებელი სტაციონარული დაწესებულებების საყურადღებოდ!

8 თებერვალი, 2018

გაცნობებთ, რომ „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებაში შესული ცვლილებებისა და დამატებების (3.02.2017 N56) შესაბამისად, სამეანო და ნეონატოლოგიური საქმიანობის მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, 2018 წლის 1 ივნისამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი - „სამეანო-ნეონატალური საქმიანობა“.

სამეანო და ნეონატოლოგიური საქმიანობის მიმწოდებელმა იმ სტაციონარულმა დაწესებულებამ, რომელსაც პერინატალური რეგიონალიზაციის დონე მიენიჭა 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ, ნებართვის დანართის - „სამეანო-ნეონატალური საქმიანობა“ - მოსაპოვებლად, უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რეგიონალიზაციის დონის განმსაზღვრელი მოწმობა და თანდართული დოკუმენტაცია სამეანო-ნეონატალური საქმიანობის სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ.

სამეანო და ნეონატოლოგიური საქმიანობის მიმწოდებელმა სტაციონარულმა დაწესებულებამ, რომელსაც პერინატალური რეგიონალიზაციის დონე მიენიჭა 2017 წლის 1 ივლისამდე:

ა) უნდა წარმოადგინოს განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია რეგიონალიზაციის დონის მინიჭების მოთხოვნით („პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად);

ბ) რეგიონალიზაციის დონის მინიჭების შემდეგ, ნებართვის დანართის - „სამეანო-ნეონატალური საქმიანობა“ - მოსაპოვებლად, უნდა წარმოადგინოს განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამეანო-ნეონატალური საქმიანობის სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ.

„სამეანო-ნეონატალური საქმიანობის“ სანებართვო დანართის მაძიებელი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრამდე ფლობდა სანებართვო დანართებს საქმიანობებისათვის – „ნეონატოლოგია“/„მეანობა“ - ვალდებულია, შესაბამის საქმიანობებზე ნებართვის გაცემის მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ჩააბაროს, ასევე, 2018 წლის 1 იანვრამდე გაცემული სანებართვო დანართები.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia