• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ყურადღება!!! ინფორმაცია ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით!

1 დეკემბერი, 2017

1. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. N68ბ. ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი, საგამოცდო ცენტრი.

2. დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღის SMS-ით შეტყობინების მიღების შემდეგ, შედიხართ რეგისტრაციის პროგრამაში, ,,განაცხადზე’’ მაუსის ერთი ,,დაწკაპებით’’ გამოჩნდება „საგამოცდო ფურცელი“, რომელიც უნდა ამობეჭდოთ, სურათის გრაფაში ჩააკრათ თქვენი ფოტოსურათი (3X4) და წარმოადგინოთ გამოცდაზე, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

3. სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საგამოცდო ფურცლები გაიცემა 4 და 5 დეკემბერს. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33. თსსუ-ს III კორპუსი;

4. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება, საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულების მოხსნასთან დაკავშირებით, შეეხება იმ პირებს, ვისაც დსთ-ს ქვეყნებში მინიჭებული აქვთ ექიმი სპეციალისტის კვალიფიკაცია (სერტიფიკატი), რაც არ გულისხმობს მხოლოდ კლინიკური ორდინატურის (ინტერნატურის) დამთავრების დამადასტურებელ დოკუმენტს.

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia