• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2017 წლის საშემოდგომო სესიის თაობაზე!

6 ნოემბერი, 2017

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2017 წლის საშემოდგომო სესიისათვის მაძიებელთა განაცხადების მიღება იწარმოებს ა. წ. 8 – 24 ნოემბერი, 10:00-18:00 სთ-ზე. (დასვენების დღეების გარდა). შესვენება 13:00 სთ-დან, 14:00სთ-მდე.

მის. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. 29, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი, I სართული.

ყურადღება !

მაძიებლებმა, რომლებიც არ გამოცხადნენ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების განვლილ სესიებზე, ან მიიღეს უარყოფითი შეფასება, 2017 წლის საშემოდგომო სესიისთვის განმეორებით უნდა წარმოადგინონ ნუსხით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაცია.

                                               წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

                       1. სარეზიდენტო პროგრამადამთავრებული მაძიებელი (უწყვეტი პროგრამით)

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

5. სარეზიდენტო პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა (ასლი ნოტარიულად დამოწმებული ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია) ან ცნობა რეზიდენტურის დამთავრების შესახებ (დედანი).

შენიშვნა:

იმ სპეციალობაში, რომელსაც შეეცვალა დასახელება ან გაერთიანდა სხვა სპაციალობასთან - რეზიდენტურის დამთავრების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარმოადგინონ მოქმედი სარეზიდენტო პროგრამის ავტორის ან დარგობრივი ასოციაციის რეკომენდაცია, სარეზიდენტო პროგრამასთან შესაბამისობის თაობაზე.

                                                               2. უმცროსი ექიმი,

                                                რომელმაც დაასრულა რეზიდენტურის პროგრამა

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

5. უმცროს ექიმად დანიშვნის ბრძანების ასლი, ან ამონაწერი ბრძანებიდან (დამოწმებული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ბეჭდით და ხელმოწერით);

6. უმცროსი ექიმის ლოკალურ ხელმღვანელად დაწესებულების ექიმ–სპეციალისტის დანიშვნის ბრძანების ასლი ან ამონაწერი ბრძანებიდან (დამოწმებული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ბეჭდით და ხელმოწერით);

7. უმცროსი ექიმის ჟურნალი (დღიური), დამოწმებული დაწესებულების ხელმძღვანელის და პროგრამ–დირექტორის მიერ;

8. 2005 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი მოდულების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედანი და ასლი, ნოტარიალურად დადასტურებული ან ცნობა).

შენიშვნა:

საექსპერტო დასკვნის ფორმა გაიცემა საგამოცდო კომისიის მიერ;

იმ სპეციალობაში, რომელსაც შეეცვალა დასახელება ან გაერთიანდა სხვა სპაციალობასთან - რეზიდენტურის დამთავრების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარმოადგინონ მოქმედი სარეზიდენტო პროგრამის ავტორის ან დარგობრივი ასოციაციის რეკომენდაცია, სარეზიდენტო პროგრამასთან შესაბამისობის თაობაზე.

                                            3. მაძიებელი, რომელმაც რეზიდენტურის პროგრამა დაასრულა

                                                             წყვეტილი პროგრამით

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. სარეზიდენტო პროგრამის დასრულების თაობაზე, შესაბამისი პროგრამის ავტორის საექსპერტო დასკვნა;

5. სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი მოდულების (სრულად) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედანი და ასლი ნოტარიალურად დადასტურებული , ან ცნობა).

6. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი).

                                            4. მომიჯნავე სპეციალობის მაძიებელი

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი); 

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. სახელმწიფო სერტიფიკატი (დედანი და ასლი);

5. გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია);

6. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილების დამადასტურებელი წერილი ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკის დამტკიცების თაობაზე.

7. პროგრამის ავტორის მიერ განსაზღვრული ინდივიდუალური მზადების პროგრამა (მოდულებით გაწერილი).

8. პროვაიდერი დაწესებულების მიერ გაცემული მოდულების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოდულებით გაწერილი, ვადების მითითებით). 

9. შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია).

                                                      5. ექიმი–სპეციალისტები

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი); 

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. დიპლომისშემდგომი განათლების (ინტერნატურა, ორდინატურა, ასპირანტურა) ან სპეციალიზაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი 1999 წლამდე (დედანი და ასლი);

5. შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია);

6. პროფესიული რეაბილიტაციის ციკლის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი, ნოტარიალურად დადასტურებული, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია).

                                                   6. სპეციალობა „გადაუდებელი მედიცინა“

სპეციალობებში „ანესთეზიოლოგია“, „ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგია“ და „კრიტიკული მედიცინა“ ექიმ–სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ 6 თვიდან 1 წლამდე EMERGENCY–ში სამუშაო აქტივობა (2014 წლის 7 თებერვლამდე), შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში, მიეცეთ უფლება დაშვებულ იქნან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე, სპეციალობაში „გადაუდებელი მედიცინა“ და „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“.

საგამოცდო კომისიაზე წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. სახელმწიფო სერტიფიკატი (დედანი და ასლი);

5. შესაბამისი შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია);

6. შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაცია (დედანი).

 

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia