• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ყურადღება!!! ინფორმაცია 2017 წლის ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით!

6 ნოემბერი, 2017

2017 წლის ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა რეგისტრაცია იწარმოებს ა.წ. 10-26 ნოემბერს. რეგისტრაცია განხორციელდება ONLINE რეჟიმში. იხილეთ ინსტრუქცია (http://onlinereg.moh.gov.ge/login.html)

რეგისტრაციის დროს მაძიებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პირადობის რეკვიზიტებს: პირად ნომერს, გვარი და სახელი ჩაიწეროს ქართულ ენაზე, შესაბამის ველში.

2017 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე დოკუმენტაციის წარმოდგენისას, არაავტორიზებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულმა უნდა წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მის. თბილისი, მ. ალექსიძის №1) მიერ გაცემული ცნობა დიპლომის აღიარების თაობაზე. ცნობა თან უნდა დაერთოს საკვალიფიკაციო გამოცდაზე წარმოსადგენ დოკუმენტაციას.

შეგახსენებთ, რომ:

1) უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი (დიპლომი) უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, ჩანაწერით ასლი დედანთან სწორია.

2) აღნიშნულმა კატეგორიამ, უნდა წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მის. თბილისი, მ. ალექსიძის №1) მიერ გაცემული ცნობა დიპლომის აღიარების თაობაზე.

 

ავტორიზებული უმაღლესი სამედიცინო პროფილის მქონე სასწავლებლების ნუსხა, რომელთა კურსდამთავრებულებს არ მოეთხოვებათ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენა დიპლომის აღიარების თაობაზე:

 

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2. სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

3. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

4. სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

5. სსიპ-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

6. სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

7. შპს- საქართველოს უნივერსიტეტი;

8. შპს- საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;

9. შპს- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;

10. შპს-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

11. შპს-საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი;

12. შპს-პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

13. შპს-სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი;

14. შპს-თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;

15. შპს-დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;

16. შპს-თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ჰიპოკრატე;

17. შპს- ევროპის უნივერსიტეტი;

18. შპს-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

19. ა(ა)იპ-ნიუვიჟენ-უნივერსიტეტი;

20. შპს ბაუ ინტერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი.

შენიშვნა:

უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი (დიპლომი) უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, ჩანაწერით ასლი დედანთან სწორია. აღნიშნულმა კატეგორიამ, ასევე უნდა წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მის. თბილისი, მ. ალექსიძის №1) მიერ გაცემული ცნობა დიპლომის აღიარების თაობაზე.

ინფორმაცია მაძიებელთა online რეგისტრაციის თაობაზე განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე rama.moh.gov.ge.

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia