• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტ-კითხვარებთან დაკავშირებით!

12 ოქტომბერი, 2017

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, პროფილით - „სამკურნალო საქმე“ და „სტომატოლოგია“, 2017 წელს განახლებული (შესწორებული) ტესტ- კითხვარებით ჩატარდება . აღნიშნული ძირითადად მოიცავს უკვე არსებული ტესტ-კითხვარების რედაქტირებულ და გასწორებულ ვარიანტს. დაემატება მცირე მოცულობის ახალი ტესტ-კითხვარები.

დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები მტკიცდება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე. საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ტესტები მეორე დღესვე გახდება საჯარო, საკვალიფიკაციო გამოცდამდე ერთი თვით ადრე.

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia