• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება ფარმაცევტული საქმიანობის ნებართვების და ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

11 ოქტომბერი, 2017

ა)სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისიის 2000 წლის 24 ოქტომბრის N20 სხდომის ოქმის საფუძველზე შპს ,,ჰიპოკრატე“-ს I ჯგ. აფთიაქის (მდებარე: დაბა ბაკურიანი, თამარ მეფის ქ. N24) ლიცენზია და შესაბამისად სალიცენზიო ბარათი სერია იბ II აN00688;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2010 წლის 3 ნოემბრის N837/ო ბრძანების საფუძველზე გაცემული შპს ,,ტყიბულის N1 აფთიაქი“-ს ავტორიზებული აფთიაქის (მდებარე: ტყიბული, გამსახურდიას ქ. N30) ნებართვა და შესაბამისად სანებართვო მოწმობა სერია N000201;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 25 ოქტომბრის N02-1129/ო ბრძანების საფუძველზე გაცემული შპს ,,უნიმედი სამცხე“-ს ავტორიზებული აფთიაქის (მდებარე: ადიგენი, ბალახაშვილის ქ. N17)ნებართვა და შესაბამისად სანებართვო მოწმობა სერია N000390;

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia