• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ვადა იწურება!!! პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის უფლების მქონე იურიდიული პირების საყურადღებოდ!

6 ოქტომბერი, 2017

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის N140/ნ( „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის და ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების (პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის) ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“) ბრძანებაში 2017 წლის 13 აპრილს შესული ცვლილების შესაბამისად, სააგენტოში უნდა წარმოადგინონ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია

1.ყოველკვარტალურად-№1, №2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების შესახებ იმ დაწესებულებებმა, სადაც ინახება რეცეპტის სპეციალური ბლანკების ქვეყნისათვის საჭირო მარაგი (ბრძანების დანართი N1);

2.ყოველთვიურად- პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სუბსტანციების) იმპორტის ან ექსპორტის შესახებ, იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირებმა (ბრძანების დანართი N2);

3. ყოველკვარტალურად-პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სუბსტანციების) ქვეყნის შიგნით საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირებმა ქვეყნის შიგნით ფარმაცევტული პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით (ბრძანების დანართი N2);

4. ყოველკვარტალურად - ქვეყნის შიგნით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სუბსტანციების) საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიულმა პირებმა მათ მიერ საბითუმო რეალიზაციასთან (გაცემასთან) დაკავშირებით (ბრძანების დანართი N3);

5. ყოველთვიურად - ფარმაცევტულმა საწარმოებმა ფარმაცევტული საწარმოს მიერ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების შესახებ (ბრძანების დანართი N4);

6. ყოველკვარტალურად - ავტორიზებულმა აფთიაქებმა ( მხოლოდ იმ აფთიაქებმა, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო პროგრამაში-„ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზუნველობა“) სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი ინკურაბელური და სომატური ავადმყოფების რიცხვის, მათთვის გამოწერილი და გაცემული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ (ბრძანების დანართი N5);

7.ყოველკვარტალურად -სამედიცინო დაწესებულებებმა, რომლების ახორციელებენ ნარკომანიის ჩანაცვლებით მკურნალობას, (სამარაგოსა და საპროცედუროში) ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების ბრუნვის შესახებ (ბრძანების დანართი N6);

8. ყოველკვარტალურად - ქვეყნის შიგნით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირებმა მზა ფარმაცევტული პროდუქტის შეძენისა და საცალო რეალიზაციის შესახებ (ბრძანების დანართი N7).

ინფორმაციის წარმოადგენისას გთხოვთ გაითვალისწინოთ:

1.ანგარიშები წარმოდგენილ უნდა იყოს დადგენილ ვადაში დადგენილი ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4412 მუხლის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით;

2.სააგენტოს, ეგზავნება ინფორმაციის ელექტრონული ვერსიაც Exel-ის ფორმატში, შრიფტი-sylfaen;

3.თუ იურიდიული პირი ახორციელებს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის მხოლოდ საბითუმო რეალიზაციას, ან წარმოადგენს იმპორტ-ექსპორტიორს, მან ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ბრძანების დანართი N2 და დანართი N3-ის შესაბამისად;

4.თუ იურიდიული პირი ახორციელებს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის მხოლოდ საცალო რეალიზაციას, მან ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ბრძანების დანართი N7-ის შესაბამისად;

5. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი ერთდროულად ახორციელებს, როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას, ანგარიშგება უნდა აწარმოოს შეძენისა და საბითუმო რეალიზაციის თაობაზე დანართი №2 და დანართი №3-ის შესაბამისად, ხოლო საცალო რეალიზაციაზე ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს დანართი N7-ის შესაბამისად.

6. ინფორმაციის წარმოდგენა არ ეკუთვნის სამედიცინო საქმიანობით დაკავებულ იმ იურიდიულ პირებს (სამედიცინო დაწესებულებებს), რომლებიც პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში იყენებენ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტს.

გთხოვთ, 2017 წლის მე-3 კვარტლის ინფორმაცია დადგენილი ფორმების შესაბამისად წარმოადგინოთ, დროულად, 2017 წლის 10 ოქტომბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4412 მუხლის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით;

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia