• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელთა საყურადღებოდ !!!

27 სექტემბერი, 2017

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებაში „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ განხორციელდა ცვლილება:

სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მაძიებელი/მფლობელი ვალდებულია 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ჰყავდეს სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი - კლინიკური მენეჯერი,რომლის მიმართაც მოთხოვნები განსაზღვრულია „სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის N244/ნ ბრძანებით.

შესაბამისად, სააგენტოში უნდა წარმოადგინოთ კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე დანიშნული პირის მონაცემები (1. სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ქსეროასლი, 2. დანიშვნის ბრძანება, 3. საკონტაქტო ტელეფონი, 4. სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟისა და გადამზადების შესაბამისი კურსის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული სათანადო პროგრამა) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები).

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia