• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებების შერჩევის შესახებ!

20 სექტემბერი, 2017

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვარის N 1/ნ ბრძანების („შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“) 31 და 32 მუხლებისა და რეგულირების სააგენტოს უფროსის 28.11.16წ N02-1994/ო ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებისთვის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების გადაცემის წესის“ გათვალისწინებით, რეგულირების სააგენტოს მიერ, ცხადდება სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების გადაცემის მიზნით.

სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა განხორციელდება გეოგრაფიული პრინციპის დაცვით, ხაშურისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულზე, კანონმდებლობით დადგენილი კვოტების ფარგლებში.

სამედიცინო დაწესებულების შერჩევისათვის საჭირო კრიტერიუმები და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების გადაცემის წესი, განცხადებას თან ერთვის. 

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების გადაცემის მსურველი სამედიცინო დაწესებულებების განცხადებების მიღება დაიწყება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში (ქ. თბილისი, წერეთლის N144), 2017 წლის 21 სექტემბრიდან, 29 სექტემბრის ჩათვლით. სამედიცინო დაწესებულებების განცხადებების მიღების დასრულებიდან, 3 სამუშაო დღის განმავლობაში (02.10.17წ.-04.10.17წ.) განიხილება შერჩევაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 05.10.17წ. გამოვლინდება სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც გადაეცემათ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლება.

(იხ.დანართი)

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia