• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, სსე შემოწმების აქტის ამონაწერის (ფორმა N50/IV) მოთხოვნისა და გაცემის წესის თაობაზე

9 აგვისტო, 2017

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან, სსე შემოწმების აქტის ამონაწერის (ფორმა N50/IV) გაცემა წარმოებს სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, ან დირექტორის ბრძანებით გამოყოფილი, ფორმა N50/IV-ს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნის/წერილის/მომართვის საფუძველზე. აღნიშნული მოთხოვნა/წერილი/მომართვა ბარდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კანცელარიაში. ფორმა N50/IV-ს მოთხოვნას/წერილს/მომართვას თან უნდა ახლდეს აქტის ამონაწერის გამტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

რეგულირების სააგენტო, აღნიშნული მოთხოვნის/წერილის/მომართვის, ,,დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით“ მიღების შემდეგ, გასცემს ფორმა N50/IV.

ფორმა N50/IVს მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

- სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მიერ გაცემული „მინდობილობა“/“რწმუნება“ იმ პირთან დაკავშირებით, რომელსაც მინდობილი აქვს რეგულირების სააგენტოდან გაიტანოს სსე შემოწმების აქტის ამონაწერი (აღნიშნული „მინდობილობა“/“რწმუნება“ არ ესაჭიროება სამედიცინო დაწესებულების დირექტორს და დირექტორის ბრძანებით გამოყოფილ, ფორმა N50/IV-ს მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს);

იმ შემთხვევაში, თუ სსე შემოწმების აქტის ამონაწერის მოთხოვნას და/ან გატანას ახორციელებს დირექტორის ბრძანებით გამოყოფილი, ფორმა N50/IV-ს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი, რეგულირების სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნას მითითებული ბრძანების დამოწმებული ასლი (აღნიშნული დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს პირის უფლებამოსილების ვადა).

იმ შემთხვევაში, თუ სსე შემოწმების აქტის ამონაწერის მოთხოვნას ახორციელებს დირექტორის ბრძანებით გამოყოფილი, ფორმა N50/IV-ს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი, ხოლო გატანას-პირი, რომელზეც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მიერ „მინდობილობა“/“რწმუნება“, რეგულირების სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნას, ზემოთ მითითებული ბრძანების დამოწმებული ასლი (აღნიშნული დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს პირის უფლებამოსილების ვადა).

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia