• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია უცხო ქვეყანაში დიპლომისშემდგომი განათლების (კლინიკური ორდინატურა, კლინიკური ასპირანტურა) კურსდამთავრებულების დამატებითი მზადების პროგრამების თაობაზე

8 აგვისტო, 2017

პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის N7 სხდომის გადაწყვეტილებით, კლინიკურ ორდინატურა დამთავრებულ მაძიებლებს, მიეცათ უფლება, დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების კურსით მომზადება დაიწყონ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე.

დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დამატებით კურსზე ჩარიცხვის პროცესის რეგულაცია (დამატებითი კვოტა) განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 8.04.2009 წლის №135/ნ ბრძანებით (ცვლილება 02.08. 2017, 01-51/ნ ბრძანება).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის N01-42/ნ ბრძანების თანახმად, 2017 წლის 27 ივლისის N7 სხდომაზე აკრედიტებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დამატებითი კურსები:

 

1.) ,,რადიოლოგია“ (8 თვე)

 

1. მოდული 1.2 ,,გულმკერდის ღრუს დაავადებათა რენტგენოდიაგნოსტიკა’’(1 თვე);

2. მოდული 1.3; 1.5,,მუცლის ღრუს და საშარდე სისტემის დაავადებათა რენტგენოდიაგნოსტიკა’’(1 თვე);

3. მოდული 1.4 ,,საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რენტგენოდიაგნოსტიკა’’(2 კვირა);

4. მოდული 2.2; 2.3; 2.4;2.5,,ღვიძლის და სანაღვლე გზების და პანკრეასის დაავადებათა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა“(1,5 თვე);

5. მოდული 2.7 ,,საშარდე სისტემის და მცირე მენჯის დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;(1 თვე);

6. მოდული 3.2; 3.3 ,,დოპლეროგრაფია’’(1 თვე);

7. მოდული 3.4 ,,ექოკარდიოგრაფია“(2 თვე);

 

2),,ნეონატოლოგია’’ (7 თვე)

 

1. მოდული 3.4 ,,ახალშობილთა კრიტიკული მედიცინა’’(7 თვე)

 

3) ,,ნევროლოგია“ (7 თვე)

 

1. მოდული 3.1 ,,მოზრდილთა კლინიკური ნევროლოგია ჰოსპიტალური და ამბულატორიული სერვისი’’(5 თვე);

2. მოდული 3.2 ,,ინტენსიური და გადაუდებელი ნევროლოგია’’(1 თვე);

3. ელექტიური მოდული ,,კლინიკური ეპილეფტოლოგია’’(1 თვე).

 

4) ,,შინაგანი მედიცინა“ (8 თვე)

 

1. მოდული 1.3 ,,გადაუდებელი მედიცინა’’(1 თვე);

2. მოდული 2.3,, გერიატრია’’(1 თვე);

3. მოდული 3.2,,ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია’’ (1 თვე);

4. მოდული3.3 ,,კანის დაავადებები’’(1 თვე);

5. მოდული 3.5 ,,ინფექციური დაავადებები’’(1 თვე);

6. მოდული 3.7 ,,სამედიცინო რეაბილიტაცია“(1 თვე);

7. მოდული 3.8,, ნევროლოგია’’(1 თვე);

8. მოდული 3.9,,პალიატიური მედიცინა’’(1 თვე).

 

5) ,,ოფთალმოლოგია" (11თვე)

 

1. მოდული 3.1,,კატარაქტა - კლასიფიკაცია, მეორადი კატარაქტა, კატარაქტის ქირურგიის მეთოდები, აფაკია და მისი კორექციის მეთოდები’’ (11 თვე)

 

6) ,,ზოგადი ქირურგია’’ (12 თვე)

 

1. მოდული 3.1,,ზოგადი ქირურგია III’’(6 თვე);

2. მოდული 4.4 ,,ტრანსპლანტოლოგია’’(1 თვე);

3. მოდული 4.6 ,,ზოგადი ქირურგია IV“ (5 თვე).

 

7) ,,კარდიოლოგია“(16 თვე)

 

1. მოდული 2.1,,კლინიკური კარდიოლოგია’’(5 თვე);

2. მოდული 2.6,,ამბულატორიული კარდიოლოგია’’(2თვე);

3. მოდული 3.1,,ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა“ (4 თვე);

4. მოდული 4.1 ,,ინტენსიური კარდიოლოგია’’(5 თვე).

 

8) ,,ფსიქიატრია’’ (6 თვე)

 

1. მოდული 3.4 ,,ფსიქიატრიულ სტაციონარში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება (ორდინატურის 100%-იანი დატვირთვით)’’(4 თვე);

2. მოდული 3.6 ,,მოზრდილთა ფსიქიატრიულ სტაციონარში სპეციალიზებული პრაქტიკა’’(2 თვე).

 

9) ,,გასტროენტეროლოგია’’ (6 თვე)

 

1. მოდული 2.2 ,,ზედა გასტროინტენსიური ტრაქტის დაავადებები’’ (1,5 თვე);

2. მოდული 2.3 ,,ნაწლავის დაავადებები’’ (1,5 თვე);

3. მოდული 2.4 ,,ღვიძლის დაავადებები“ (1,5 თვე);

4. მოდული 2.5 ,,პანკრეასის და სანაღვლე ტრაქტის დაავადებები’’ (1,5 თვე)

 

10) ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“ (11 თვე)

 

1. მოდული 3.1,,მოზრდილთა ორთოპედია’’ (3 თვე);

2. მოდული 4.2 ,,მსხვილი სახსრების ენდოპროთეზირება’’(4 თვე);

3. მოდული 4.4 ,,ართროსკოპიული ქირურგია ‘’ (4 თვე).

 

11) ,,ენდოკრინოლოგია’’ (6 თვე)

 

1. მოდული 2.3 ,,ფარისებრი ჯირკვლის ავადმყოფობანი’’(2 თვე);

2. მოდული 2.4 ,,იოდის დეფიციტით გამოწვეული დარღვევები და ფარისებრი ჯირკვლის სხვა ავადმყოფობანი პედიატრიულ ასაკში’’(1 თვე);

3. მოდული 2.5 ,,შაქრიანი დიაბეტი და მეტაბოლური სინდრომი’’(1,5 თვე);

4. მოდული 3.2 ,,სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და მეტაბოლური სინდრომის სხვა გამოვლინებანი პედიატრიულ ასაკში’’ (1 თვე);

5. მოდული 3.3 ,,ენდოკრინული სისტემის ავადმყოფობებისა და მეტაბოლიზმის დარღვევათა მართვის ნუტრიციოლოგიური ასპექტები ბავშვთა და მოზრდილთა ასაკში’’ (0,5 თვე).

 

12) ,,მეანობა-გინეკოლოგია“(14 თვე)  

 

1. მოდული 1.2 ,,ბაზისური ულტრაბგერითი კვლევა მეანობა-გინეკოლოგიაში’’(2 თვე);

2. მოდული 2.1 ,,ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მეანობა’’(9 თვე);

3. მოდული 4.3 ,,სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა’’(3 თვე).

 

13) ,,პედიატრია“ (6 თვე)

 

1. მოდული 3.1 ,,პედიატრიული პაციენტების მართვა სტაციონარში’’ (6 თვე)

 

14) ,,ოტორინოლარინგოლოგია“ (12 თვე)

 

1. მოდული 2.1 ,,სტაციონარში მომუშავე ოტორინოლარინგოლოგისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური მეთოდების ასათვისებელი ტრენინგის კურსი’’(1 თვე);

2. მოდული 2.2 ,,ყელის, ყურის და ცხვირის დაავადებების სტაციონარული მკურნალობის ასათვისებელი ტრენინგის კურსი’’(1 თვე);

3. მოდული 3.1 ,,ყელის, ყურის და ცხვირის ტოპოგრაფიული ანატომიის კლინიკური ხედვით შესწავლა და მსუბუქი ოპერაციების ათვისების კურსი’’ (2 თვე);

4. მოდული 3.2 ,,ოტორინოლარინგოლოგიაში საშუალო სირთულის ოპერაციების ათვისების კურსი’’ (2 თვე);

5. მოდული 4.1 ,,აუდიოლოგია, ვესტიბულოლოგია’’ (1 თვე);

6. მოდული 4.2 ,,თავის, კისრის, ზედა სასსუნთქი გზების ონკოლოგიური დაავადებები’’ (2 თვე);

7. მოდული 4.3 ,,ოტორინოლარინგოლოგიის IV da V ხარისხის სირთულის ოპერაციების ათვისების კურსი’’(3 თვე).

 

15) ,,ნეფროლოგია“ (7 თვე)

 

1. მოდული 2. 1 ,,ნეფროლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა“ (2 კვირა);

2. მოდული 2. 2 ,,პირველადი და მეორადი გლომელოპათიები – 1 თვე;

3. მოდული 2.3 ,,მწვავე და ქრონიკული ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფროპათიები, თირკმლის თანდაყოლილი დაავადებები“ (2 კვირა);

4. მოდული 2.4 ,,თირკმლის დაავადებები ორსულობის და ონკოლოგიური პათოლოგიების დროს“ (2 კვირა);

5. მოდული 2.5 ,,წყალ-მარილოვანი ცვლისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევები“ (2 კვირა);

6. მოდული 2. 6 ,,თირკმლის მწვავე უკმარისობა“ (2 კვირა);

7. მოდული 2.7 ,,თირკმლის ქრონიკული დაავადება“ (2 კვირა);

8. მოდული 3.1 ,,ჰემოდიალიზი“ – 2 თვე;

9. მოდული 3. 2 ,,პერიტონეული დიალიზი“ (2 კვირა);

10. მოდული 3.3 ,,თირკმლის ტრანსპლანტაცია“ (2 კვირა).

 

16) „ნეიროქირურგია“ (20 თვე)

 

1. მოდული 3.1 – „ზოგადი ნეიროქირურგია“ (11 თვე);

2. მოდული 4.2 - "სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია" (5 თვე);

3. მოდული 5. 3, 6.1 – „ბავშვთა ნეიროქირურგია“ (4 თვე).

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia