• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების საყურადღებოდ!!! სუბსტანდარტული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვა (ამოღება)

1 აგვისტო, 2017

სს „ბიოფარმი“ (საქართველო) ახორციელებს, სუბსტანდარტული (სპეციფიკაციის მოთხოვნებთან შეუსაბამო) ქვემოთ მითითებული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვას (ამოღებას)

ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ

სახელმწიფო რეგისტრაციის №: რ-021945;

დასახელება: ვიტამინი B6 (Pyridoxine Hydrochloride);

ფორმა/დოზა/კონცენტრაცია/ შეფუთვაში რაოდენობა:  5% 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი №10 ამპულა;

მწარმოებელი: სს „ბიოფარმი“-საქართველო.

სერია/წარმოების თარიღი/ვარგისობის ვადა

სერია

წარმოების თარიღი

ვარგისობის ვადა

92062017

05.06.2017წ.

3 წელი

 

ბაზრიდან გამოთხოვის (ამოღების) მიზეზი

ზემოაღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი (სერიით: 92062017) წარმოადგენს სუბსტანდარტულს (წუნდებული) - არ აკმაყოფილებს სათანადო სპეციფიკაციის მოთხოვნას, კერძოდ ადგილი აქვს, რეკომენდებული ვარგისობის ვადის პერიოდში, ამპულაში არსებული ხსნარის ფერის ცვლილებას (შეიცვალა უფეროდან ყვითელ შეფერილობამდე).

ამასთან, სს „ბიოფარმი“-სგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ მიერ ჩატარებული ქიმიურ-ანალიზური კვლევის შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის სხვა, ფიზიკური-ქიმიური მაჩვენებლები შეესაბამება სპეციფიკაციის მოთხოვნებს.

სააგენტო მიმართავს ფარმაცევტულ დაწესებულებებს (ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს), შეწყვიტონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების რეალიზაცია და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან.   

სს „ბიოფარმი“ უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების უკან დაბრუნებას და ახლი სერიით ჩანაცვლებას. გთხოვთ, დაუკავშირდით სს „ბიოფარმი“-ს ფარმაცევტულ წარმოებას:

მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას ქ. N3

ტელეფონი: (+995 32) 225-29-56

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia