• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ყურადღება! ინფორმაცია იმ მაძიებლებისათვის, რომელთაც დიპლომისშემდგომი განათლების (კლინიკური ორდინატურა, კლინიკური ასპირანტურა) კურსი გაიარეს უცხო ქვეყანაში.

4 ივლისი, 2017

ინფორმაცია იმ მაძიებლებისათვის, რომელთაც დიპლომისშემდგომი განათლების (კლინიკური ორდინატურა, კლინიკური ასპირანტურა) კურსი გაიარეს უცხო ქვეყანაში. 

 

     საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის N0142 ბრძანების თანახმად, უცხო ქვეყნებში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) (კლინიკური ორდინატურა, ასპირანტურა), აღიარება განხორციელდება შემდეგი წესით:

     უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აღიარებულად ითვლება, თუ დასტურდება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა (აპოსტილით ან ლეგალიზაციით) და საექიმო სპეციალობისა და სასწავლო გეგმის/სამუშაო ანგარიშის საქართველოში მოქმედ საექიმო სპეციალობასთან/სარეზიდენტო პროგრამასთან შესაბამისობა (დანართი 2, მუხლი 2, პუნქტი 1).

     იმ შემთხვევაში, როცა უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე და/ან პირს უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) მიღებული აქვს კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით ასევე, აუცილებელია, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა (ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება), მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით (დანართი 2, მუხლი 2, პუნქტი 2).

   სააგენტო უფლებამოსილია, დამატებით მოითხოვოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის სხვა დამატებითი დოკუმენტაცია (დანართი 2, მუხლი2, პუნქტი 3).

     იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, პირის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხი განიხილება აღნიშნული პირის მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული, დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის დასრულების შემდგომ. დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი განისაზღვრება სათანადო სარეზიდენტო პროგრამის ავტორთა ჯგუფის მიერ, კონკრეტული ქვეყნებისა და სპეციალობების მიხედვით, უნიფიცირებულად (დანართი 2, მუხლი4, პუნქტი 2).

  დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი დგინდება შემდეგი სქემის თანახმად (დანართი 2 მუხლი 4, პუნქტი 3):

      ა) არანაკლებ 6-თვიანი კურსი, როცა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) საქართველოში მოქმედ პროგრამასა და უცხოეთში მიღებულ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) ხანგრძლივობებს შორის სხვაობა არის არაუმეტეს 1 წელი;

      ბ) არანაკლებ 1-წლიანი კურსი, როცა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) საქართველოში მოქმედ პროგრამასა და უცხოეთში მიღებულ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) ხანგრძლივობებს შორის სხვაობა აღემატება 1 წელს.

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia